- დვრილის ადენომა
- ეპითელურქსოვილოვანი სიმსივნეა. ძალიან იშვიათია. ახასიათებს სეროზულ-ჰემორაგიული გამონადენი დვრილიდან. დვრილი შეიძლება დაწყლულდეს და ზემოდან ქერქით დაიფაროს (ძალიან ჰგავს პეჯეტის დაავადებას). პალპაციით - დვრილის სიღრმეში ისინჯება რბილი, ელასტიური კვანძი. კანის სიმპტომი და გადიდებული რეგიონული ლიმფური კვანძები არ აღინიშნება.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.